fbpx
საზოგადოება

“ფეხზე დადგომა არ შემიძლია” – 15 დღე საავადმყოფოში Jonhson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ

გიორგო ახალგაზრდა ბიჭია კატერინიდან, რომელმაც 1 სექტემბერს საზოგადოებრივი ვალი მოიხადა და ვაქცინა გაიკეთა. ის Johnson & Johnson-ის ვაქცინით აიცრა და მას შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება.

ახალგაზრდამ თავისი ამბის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა და როგორც განმარტავს, სიარული არ შეუძლია, მაგრამ ამ მდგომარეობის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ექიმებს მისთვის ჯერ არ აუხსნიათ.

“მე არ შემიძლია დგომა ან სიარული. ფეხებით ძალიან მინიმალურ მოძრაობებს ვაკეთებ ანუ გრძნობა მაქვს, კუნთები იკუმშება და ითვლება, რომ პარალიზებული არ ვარ, მაგრამ გადაადგილება ნამდვილად არ შემიძლია. ფიზიოთერაპიის საშუალებით მდგომარეობა ნელ-ნელა მიუმჯობესდება და წინსვლა მაქვს.”

გიორგო ამბობს, რომ აცრა აბსოლუტურად მისი გადაწყვეტილება იყო და არავის დაუძალებია მისი გაკეთება. იმასაც აღნიშნავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ღამის 04:00 საათზე, ტემპერატურამ აუწია და ვინაიდან 39.9 გრადუსი დაუფიქსირდა, საავადმყოფოს მიმართა.

ახალგაზრდა ბიჭი მას შემდეგ ჰოსპიტალიზირებულია, თუმცა, სჯერა, რომ ამ მდგომარებას თავს დააღწევს და აუცილებლად დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

onalem

ტესტ