fbpx
საზოგადოება

“ევანგელისმოდან” კორონავირუსის მქონე პაკისტანელი გაიქცა – რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი კარანტინზე?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, “ევანგელისმოს” საავადმყოფოდან 16 წლის პაკისტანელი გაიქცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, დაუყოვნებლივ უნდა მოხერხდეს არასრულწლოვნის პოვნა, ვინაიდან მას ვირუსის გავრცელება მარტივად შეუძლია.

ირკვევა, რომ ბიჭს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, რის გამოც “ევანგელისმოში” გადაიყვანეს, ხოლო ტესტის პასუხის გაგების შემდეგ გაიქცა. მისი ვალდებულება იყო კარანტინში ყოფნა, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ ამის თავიდან აცილება უნდოდა. მან წყალი ითხოვა და როდესაც მარტო დარჩა, მოახერხა საავადმყოფო შეუმჩნევლად დაეტოვებინა. ამ დროისთვის მას პოლიცია ეძებს.

ამასთანავე, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, ვასიკის კიკილიასი, კონკრეტულ განცხადებებს აკეთებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, ექსპერტები გარკვეული ზომების გამკაცრების საჭიროებას ხედავენ, მაგრამ როგორც თავად კიკილიასი აცხადებს, საბერძნეთის მთავრობა ატიკის რეგიონში კარანტინის დაწესებას არ აპირებს.

“ჩვენ ახლა ამ საკითხს არ განვიხილავთ. ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში. ატიკის რეგიონში ყოველდღიურად დაფიქსირებული რიცხვები კი არის განგაშის ზარი, რომელიც მოგვიწოდებს ეტაპობრივად მივიღოთ ზომები და არა გადავიდეთ ერთი ბოლოდან მეორეში. 

სიმართლე გითხრათ, აუცილებელია განსაკუთრებული სიბრძნე, რომ სახელმწიფომ სწორი იარაღები გამოიყენოს მოქალაქეთა გადაადგილების ასაკრძალად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად აკეთებს.”

 

onalem

ტესტ