fbpx
საზოგადოება

“ეს გენოციდია” – საბერძნეთში ბოლო 50 წელიწადში ავარიას 120.000 ადამიანი ემსხვერპლა

საგზაო შემთხვევების შესახებ მონაცემებთან დაკავშირებით ცნობილი ბერძენი ავტომრბოლელი, ტასოს მარკუიზოსი საუბრობს. სტატისტიკა ნამდვილად შოკისმომგვრელია და საზოგადოებას სჭირდება იმის ცოდნა, თუ რამხელა რისკ-ფაქტორია არაპროფესიონალი მძღოლი საჭესთან.

“ბოლო 50 წელიწადში ავარიის შედეგად 120.000 ადამიანი დაიღუპა, 350.000 დაინვალიდდა, ხოლო 2 მილიონი დაშავდა. ეს ნამდვილი გენოციდია. ბავშვებმა უნდა ისწავლონ, როგორ მართონ სწორად ავტომობილი. საბერძნეთის გზები ნამდვილად არ არის საუკეთესო. სწორედ ამიტომ უნდა ისწავლონ ამ სიტუაციებთან გამკლავება. ბოლო 50 წელიწადში ჩვენ გვყავს მიწისძვრის 250 მსხვერპლი, ქარიშხლისა და მეხისგან გარდაცვლილი 250 ადამიანი, 250 კი ხანძრებში დაღუპული. თუმცა, საბერძნეთის ქუჩებში მხოლოდ 50 წლის მანძილზე 120.000 ადამიანი დავკარგეთ. ყოველდღე 3-4 გარდაცვლილს ვგლოვობთ. კიდევ რამდენ ხანს უნდა ხდებოდეს ეს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ?! იმედი მაქვს, ახალი მთავრობა გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, რომ ბერძენმა შეძლოს გზებთან და მართვასთან დაკავშირებით ცოდნის მიღება.

ბევრი ბერძენი ხედავს ფორთოხალს, ნაცვლად იმისა, რომ გააჩერონ. შემდეგ ფორთოხლისფერი ხდება წითელი და ხდება ავარიაც. ამას დიდი ყურადღება სჭირდება. მნიშვნელოვანია შლემები და ღვედებიც, რომლებსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ,” აცხადებს მარკუიზოსი.

onalem

ტესტ