fbpx
საბერძნეთი

ერთად ამ ქვეყნად, ერთად სასუფეველში: ტრაგედია კრეტას კუნძულზე

ერთად ამ ქვეყნად, ერთად სასუფეველშიც. კრეტას კუნძული დრამაშია ჩავარდნილი

ოთხშაბათს შუადღით ავტო-ავარია მოხდა აგია პელაგიაში (რეთიმნო-ირაკლიოს გზაზე) რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.

ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც სრულიად დაიჭეჭყა, წყვილი, 22 წლის, 23 წლის და გოგონას დედა, 45 წლის ქალი იჯდა.

იგივე მანქანაში გოგონას მამა და მისი პატარა და, 15 წლის გოგონაც იჯდა, რომლებიც საბედნიეროდ გადარჩნენ.

მანქანაშ რომელიც მათ შეეჯახათ, ორი მამაკაცი იჯდა, ისინი მძიმედ ტრამვირებულები არიან, თუმცა გადარჩნენ.

ჯერ ჯერობით, ცნობილი არ ხდება თუ როგორ და რანაირად მოხდა ავარია, თუმცა, ახლო მომავალში საბერძნეთის პოლიცია ამას გაავრცელებს.

კრეტას კუნძული დრამაშია ჩავარდნილი. წყვილი რომელმაც ვერ მოასწრო დაქორწინება.

22 წლის მერი და 23 წლის ხრისტო ახალ დანიშნულები იყვნენ და მათ ოჯახთან ერთად შობა-ახალი წელი გაატარეს კრეტას კუნძულზე.

მათ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და მალევე გადაწყვიტეს დაოჯახება, მათი მშობლების ნებართვით.

ამ წლის არდადეგები განსხვავებული უნდა ყოფილიყო. მერის მშობლებმა ტილოდან კრეტაზე გადაწყვიტეს მოგზაურება რათა ხრისტოს მშობლები ახლოდან გაეცნოთ.

ოთხშაბათს, ორმა ოჯახმა გადაწყვიტა ხანიამდე პატარა ექსკურსია გაეკეთებინათ (2 მანქანით) და შუადღისით, ასევე ორი მანქანით დაბრუნების გზას გაუდგნენ.

სამწუხაროდ, გაურკვეველია ჯერ კიდევ, ერთ-ერთ მანქანაში სადაც ხრისტო, მერი, მერის და, დედა და მამა იჯდა სხვა მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც, წყვილი გარდაიცვალა, როგორც ასევე მერის დედა, 45 წუთის შემდეგ.

საბედნიეროდ, მერის მამა და მისი პატარა და ცოცხლები ამოიყვანეს.