fbpx
ეკონომიკა

ელ. ენერგიის დახმარება საბერძნეთში 45 ევროდან – პლატფორმა კიდევ 5 დღის მანძილზე იქნება ღია

სულ რამდენიმე დღე დარჩა მანამდე, ვიდრე დაიკეტება პლატფორმა, სადაც ელ. ენერგიის დახმარების მისაღებად განაცხადს ვავსებთ. სისტემა ღიაა 19 იანვრამდე და უნდა გამოვიყენოთ შანსი, რომ გავაკეთოთ განაცხადი 45-დან 480 ევრომდე მისაღებად, იმის მიხედვით, თუ ვის რა რაოდენობა ეკუთვნის.

თანხა, რომელსაც განაცხადის გაკეთების შედეგად იხილავთ, არის ის რაოდენობა, რომელიც ჩამოგეჭრებათ შემდეგ ჯერზე მოსული ქვითრიდან, შესაბამისად, გადაიხდით ნაკლებს.

განაცხადის გაკეთება ხდება პლატფორმაზე https://www1.aade.gr/gsisapps/oilbftelectric/login/login.htm – სადაც უნდა შეხვიდეთ ტაქსინეტის კოდების საშუალებით, შემდეგ შევიყვანოთ რამდენიმე მონაცემი:

  1. დენის ქვითარზე არსებული ნომერი (არითმოს პაროხის).
  2. სახლის მისამართი ავტომატურად ამოვარდება.
  3. უნდა შევიყვანოთ სახლის ფართობი, თუ რამდენი კვადრატული მეტრია.
  4. უნდა მოვნიშნოთ სახლს ვქირაობთ თუ გვმასპინძლობენ უფასოდ, ორივე შემთხვევაში საჭიროა გამქირავებლის ან მასპინძელის აფიმის მითითება.
  5. თუ სახლი თქვენს საკუთრებაშია, არაფერს მონიშნავთ და პირდაპირ გააგრძელებთ განაცხადს.
  6. ბოლოში ვუთითებთ საკონტაქტო ნომერს, ელ. ფოსტას და სახლის ტელეფონის ნომერს, თუ გვაქვს.

განაცხადის შეყვანის შედეგად გამოჩნდება მიღებულია თუ არა ის და ასევე, ელექტრონული ფაილი, სადაც მითითებული იქნება თანხის კონკრეტული რაოდენობა, რომელიც ჩამოგეჭრებათ შემდეგ ჯერზე.

onalem

ტესტ