fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილის გამო ვინმემ პასუხი უნდა აგოს” – 17 წლის “უმიზეზოდ” გარდაცვლილი გოგონას დედა სამართალს ითხოვს

როგორც უკვე ცნობილია, ტრიკალას საავადმყოფოში გარდაიცვალა 17 წლის გოგონა, რომელიც, ექიმების ინფორმაციით, უბრალო ვირუსით იყო დაავადებული, თუმცა, ისე დაიღუპა, რომ არ არსებობს არც ოფიციალური დაიგნოზი და არც რაიმე ჯანმრთელობის ისტორია, რითიც დედა შეძლებს გაიგოს, რატომ დაკარგა შვილი ამ ასაკში.

ქალი გაოგნებულია, თუ როგორ შეიძლებოდა მისი შვილი მხოლოდ ვირუსს სიკვდილამდე მიეყვანა, როცა საავადმყოფოშიც მოათავსა და ექიმებიც შემაძრწუნებელს არაფერს ეუბნებოდნენ. თუმცა, პარალელურად გოგონა სრულიად სხვა სიმპტომებს ამჟღავნებდა. ამბობდა, რომ სივდებოდა, რომ მუდმივად შიოდა და გულის არეში გრძნობდა ტკივილს.

“ჩემს შვილს უკან ვერაფერი და ვერავინ დააბრუნებს, მაგრამ მინდა, რომ მისი სულისთვის, სამართლიანობა აღდგეს, ვინმემ პასუხი უნდა აგოს მის გამო,” ამბობს ქალი.

გოგონას გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ ის კვლავ იბრძვის და დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს.

17 წლის ევაგელიცამ საავადმყოფოდან ფოტოც კი გადაიღო, როცა თავს ჯერ კიდევ კარგად გრძნობდა.

onalem

ტესტ