fbpx
კატეგორიის გარეშე

ბულგარელმა ქალმა ბერძენ მამაკაცს თავი ფეისბუქით “შეაყვარა” და 8.000 ევრო გამოსძალა, ისე, რომ არც კი უნახავს

ბულგარელი ქალი თაღლითობის ჩადენიდან 5 წლის შემდეგ დააკავეს, მანამდე კი, სავარაუდოდ, სხვა მსხვერპლებიც ჰყავდა, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ბერძენი მამაკაცის შესახებაა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მან როდოსზე მცხოვრები მამაკაცი ფეისბუქის საშუალებით გაიცნო, დიდი ხნის მანძილზე ეკონტაქტებოდა, თავი შეაყვარა და საბოლოოდ კუნძულზე ჩასვლასა და იქ ცხოვრებას ჰპირდებოდა.

ბერძენი ყველაფერს აკეთებდა, რასაც ქალი ეუბნებოდა, რადგან მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას, რათა ყველა გეგმა, რომელსაც თვეების მანძილზე სახავდნენ, აესრულებინათ. თუმცა, ქალის რეალური გეგმა სრულიად სხვა იყო.

2014 წლის თებერვალში ბულგარელმა ქალმა მამაკაცს დაურეკა და უთხრა, რომ სოფიას აეროპორტში იყო და ათენისკენ გამომგზავრებას აპირებდა, თუმცა, საზღვარზე ეუბნებოდნენ, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდა, რადგან გარკვეული რაოდენობის ვალი ჰქონდა დასაფარი.

გამომდინარე აქედან, ბერძენმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და მას უგზავნიდა თანხებს, რათა ეს “პრობლემები” მოეგვარებინა და საყვარელი ქალი მალე ათენში, ხოლო ათენიდან როდოსზე ჩასულიყო.

როგორც ცნობილია, მან ქალს გაუგზავნა 1225, 1400,  2100 და 2100 ევრო ცალ-ცალკე, იმის შესაბამისად, თუ როდის ითხოვდა ის. მოგვიანებით კი კიდევ გამოსძალა თანხა, თუმცა, სხვა მიზეზებით, უთხრა, რომ გარდაცვლილ მშობლებს ჰქონდათ ვალი, რომელსაც ახლა მას სთხოვდნენ.

შედეგად, როდოსელმა მამაკაცმა 8.000 ევრომდე დაკარგა, რადგან ბულგარელი ქალის მიერ შეთხზული ისტორიები დაიჯერა, თავად ქალს კი 1 წლიანი პატიმრობა ელის.

onalem

ტესტ