fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბანკის ხელმძღვანელი ქალი კლიენტებისთვის 2 მილიონი ევროს მოპარვის ბრალდებით დააკავეს

შემთხვევა ლარისაში მოხდა. ერთ-ერთი ბერძნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელ ქალს ბრალი კლიენტების გაძარცვაში ედება. მის მიერ “მოპოვებული” თანხა კი 2 მილიონ ევრომდეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს პირველი ინსტანციის სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღმოჩნდა, რომ ხელმძღვანელობის პერიოდში, 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, მან შეძლო და კლიენტებისგან 1.850.000 ევრომდე მიითვისა.

ბანკს, რომლის საშუალებითაც ქალი ამ ყველაფერს ახერხებდა, კლიენტებისთვის თანხის დაბრუნება საკუთარი ანგარიშებიდან მოუწია.

 

onalem

ტესტ