fbpx
საზოგადოება

“ბერძნების ქცევა არის მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ” – Daily Telegraph

ბრიტანული გამოცემა საბერძნეთს შთამბეჭდავ სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, თუ რა სამაგალითო წესრიგია ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბერძნებმა პამდენიის საფრთხე ძალიან სერიოზულად მიიღეს და აჩვენებენ, რომ ისინი კარგად აღიქვამენ გლობალური კრიზისის გამო დაწესებულ კანონებს და ემორჩილებიან კიდეც მათ.

“ბერძნები ზოგადად რთულად იცავენ კანონებს, რომლებიც ეხება მანქანაში ღვედის შეკვრას, შლემის ტარებას, მოწევის აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის.

25 მარტი ბერძნებისთვის გამოცდა იყო, რადგან ისინი მარშით აღნიშნავენ საკუთარ დამოუკიდებლობის დღეს ქუჩებში. თუმცა, სურათი წელს სრულიად განსხვავებული იყო. ბერძნები სახლში დარჩნენ და საკუთარ ქვეყნის დროშები აივნებზე გადმოკიდეს. 

სიტუაცია სუპერმარკეტებშიც კი დარეგულირებულია. არ არსებობს პროდუქციის ნაკლებობა და არც იმპორტი შეზღუდულა.

ქუჩაში ხალხი არ დადის და როცა გადიან, აგზავნიან SMS ან ატარებენ სპეციალურ ცნობას და პასპორტს (ან პირადობის მოწმობას), თუკი პოლიცია შეამოწმებთ.

ბერძნები კარგად აცნობიერებენ, თუ რა გლობალურ საფრთხეებთან გვაქვს საქმე, ყურადღებას ამახვილებენ ოჯახურ ფასეულობებზე, რომლებიც მათ აერთიანებთ რთულ მომენტებში და საშუალებას აძლევთ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ,” – წერს Daily Telegraph

onalem

ტესტ