fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა კედელში 20.000 ევრო დამალა, შემდეგ რემონტი დაიწყო და თანხა მუშებმა მოპარეს

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, ბერძენმა მამაკაცმა პოლიციაში განაცხადა, რომ 20.000 ევრო მოპარეს.

ოფიცრების კითხვაზე, თუ ზუსტად როგორ მოხდა ქურდობა, შემდეგი ისტორია მოჰყვა:

ირკვევა, რომ მამაკაცს წარსულში სახლის კედელში 20.000 ევრო ჰქონდა გადამალული იმ იმედით, რომ იქ ვერავინ მიაგნებდა, ყაჩაღობის შემთხვევაშიც კი. მაგრამ მოგვიანებით სახლში რემონტი დაიწყო და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დაიქირავა, რათა ყველა საჭირო სამუშაო შეესრულებინათ. რემონტის მიმდინარეობისას მუშებმა თანხა აღმოაჩინეს და იმ დღესვე, ფულთან ერთად, უკვალოდ გაქრნენ.

ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ უცხოელი მუშებს მალევე მიაგნო და მათ სახლებში ჯამში 13.430 ევრო იპოვეს. ფულის ბანკნოტები საკმაოდ ძველი სახეობის იყო და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ახლებისგან. ამას გარდა, ერთ-ერთის სახლში იპოვეს ახლად ნაყიდი ტელევიზორი, რომელიც, ცხადია, მან მოპარული თანხით შეიძინა.

პოლიცია იმასაც აცხადებს, დაკავებულებიდან ერთ-ერთს არ ჰქონდა საბერძნეთში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მას ბრალს დაუმძიმებს.

 

ზემოთ მოცემული ფოტო პირობითია

onalem

ტესტ