fbpx
საბერძნეთი

“ბავშვს ბევრი რამ ჰქონდა გამოვლილი” – საბოლოო გამომშვიდობება 11 წლის იოანასთან

“ის ჩემი ანგელოზი იყო. საუკეთესო გოგო. მეგობრები ვიყავით, მჯერა, რომ იქ, სადაც წავიდა, ანგელოზად იქცა და იქიდან დამიცავს. ჩემზე ძალიან ზრუნავდა და ნერვიულობდა. ამ ბავშვმა ძალიან ბევრი გადაიტანა. 

ჩემი შვილი სახლიდან საღამოს გავიდა და დამპირდა, რომ უკან 20:45 საათზე დაბრუნდებოდა. ბნელდებოდა და ჯერ კიდევ არ ჩანდა. დავურეკე ტელეფონზე, მაგრამ არ პასუხობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტელეფონი გათიშული არ იყო, ვიფიქრე, რომ უბრალოდ ხმა ჰქონდა გამორთული და ბავშვი სადმე ახლოს იმყოფებოდა. 

23:00 საათისთვის მის მოსაძებნად წავედი, მერე უკან დაბრუნებისას ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა უკვე სახლში ყოფილიყო მისული. მთელი ღამე ვეძებდით, დილის 05:30 საათამდე. მერე დავურეკე პოლიციას და მითხრეს, რომ 10:00 საათამდე უნდა დამეცადა.

ჩემი შვილი ძალიან კარგი გოგო იყო, პასუხისმგებლობის მქონე. ქმარს უახლოეს წარსულში გავეყარე და ამან პრობლემები შეგვიქმნა. დავმშვიდდით, როცა ციხეში ჩაჯდა, მაგრამ გამოვიდა და მას შემდეგ არასოდეს შევუწუხებივართ. ჩემი გოგონა ჩემზე ზრუნავდა და ნერვიულობდა.

ვფიქრობ, რომ ფეხი დაუცურდა, რადგან ეს ადგილი ძალიან სახიფათოა. აქ სხვა ბავშვებიც დაღუპულან,” ამბობს 11 წლის იოანას დედა.

ბოლო კადრები, რომლებზეც იოანა გზაზე მიმავალი ფიქსირდება ქუჩაში დამონტაჟებული კამერიდან:

onalem

ტესტ