fbpx
საბერძნეთი

წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდის საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო პროგნოზს ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოსალოდნელია ამინდის დროებითი ცვლილება დღის მეორე ნახევარში, ჩრდილოეთ საბერძნეთში.

სინოპტიკოსები ძლიერ ქარს, წვიმასა და სეტყვასაც კი პროგნოზირებენ.

დღეს ცუდი ამინდის ფენომენი თავიდან დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში გააქტიურდება, ხოლო საღამოს საათებში გავრცელდება აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიშიც.

ტემპერატურა მცირედით დაიკლებს, იწვიმებს და ზოგიერთ ტერიტორიაზე მოსალოდნელია სეტყვაც.

საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ნახეთ პროგნოზი გრაფიკულად:

ნახეთ ამინდი შაბათ-კვირას:

 

onalem

ტესტ