fbpx
საბერძნეთი

ატიკის გზატკეცილზე მანქანების გატარება სცადეს, რათა 2.000 ევრო აეღოთ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობისგან 2.000 ევროს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს ყველა იმ მანქანის მძღოლი, რომელიც ატიკის გზატკეცილზე თოვლის გამო საათობით იყო ჩარჩენილი.

ტელეკომპანია Mega-ს ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა ამ ყველაფრით სარგებლობა გადაწყვიტა და ატიკის გზატკეცილზე მანქანების გატარება სცადეს, რათა დაზარალებულთა სიაში შესულიყვნენ და თავადაც მიეღოთ 2.000 ევრო, რომელიც რეალურად არ ეკუთვნით.

ირკვევა, რომ ზოგი ΔΕΗ-ს ხელოსნად ასაღებდა თავს და ასე ცდილობდა გზაზე შესვლას. მიუხედავად ოსტატური მცდელობისა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სიტუაცია კონტროლდება კამერების საშუალებით, შესაბამისად, უკანონობა აღმოიფხვრა.

 

onalem

ტესტ