fbpx
საბერძნეთი

ათენში ახალი შტამების კომბინაცია აღმოაჩინეს – უცნობია, თუ ზუსტად რა რისკები არსებობს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში კორონავირუსის ახალი, უცნაური შტამი აღმოაჩინეს, რომელიც როგორც ირკვევა, რამდენიმე შტამის კომბინაციაა.

რამდენიმე დღეა, რაც ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 3.000-სზე ქვემოთ არ ჩამოდის, რაც ნიშნავს, რომ მუტაცირებული შტამები გავრცელების პიკზეა.

რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ შტამს, როგორც ირკვევა ეს არის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკულ/ ბრაზილიური შტამების კომბინაცია, რომლის პოტენციური რისკების შესახებ ექსპერტებმა ჯერ კიდევ დაზუსტებით არ იციან.

ამერიკული კვლევები მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ სამი შტამის კომბინაცია ვირუსს უფრო მეტად გადამდებს ხდის და შემაშფოთებელია ფაქტი, რომ აფრიკულ-ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს.

onalem

ტესტ