fbpx
საბერძნეთი

“SMS-ის გაგზავნა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი, იარსებებს დროის ზღვარი” – კირიაკოს პიერაკაკის

ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა ტელეკომპანია ANT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 13032 და ახალი კოდი, 7, უკვე მუშაობს არის და მოსახლეობას მისი გამოყენება მაშინვე შეეძლება, როდესაც მაღაზიები გაიხსნება.

ვინაიდან დღეისთვის არსებული ცნობებით, მაღაზიების ამუშავება 29 მარტისთვის არის მოსალოდნელი, პლატფორმა უკვე მზად არის და პიერაკაკისის თქმით, SMS-ის სახით, კოდი 7-ის გაგზავნა დღეში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. თუკი მეორედ გავაგზავნით, პროგრამა ამას ამოიცნობს და მოგვივა პასუხი, რომ მაღაზიების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი არ არის.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, SMS-ის ვადა 3 საათი იქნება, თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ამას არ ეთანხმება.

პიერაკაკისმა აღიარა, რომ შესაძლებელია ადამიანმა SMS სხვა მობილურიდან გააგზავნოს და გამოვიდეს, რომ დღეში ორჯერ გააგზავნა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და იმედოვნებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ექნება.

დღეს 18:00 საათზე ცნობილი გახდება, რა ზომებს მოხსნის საბერძნეთის მთავრობა.

onalem

ტესტ