fbpx
კრიმინალი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში 9 უსაბუთო იმიგრანტი დააკავეს – ნახეთ, როგორ ცდილობდნენ ისინი საბერძნეთის დატოვებას

ათენის საერთაშორისო აეროპორტში სირიის 9 მოქალაქე დააკავეს, რომელიც საბერძნეთის დატოვებას არალეგალური გზით ცდილობდა.

ირკვევა, რომ სირიელები ავსტრიის მიმართულებით აპირებდნენ გაფრენას. კონტროლის გავლის დროს აღმოაჩინეს, რომ ჰქონდათ პირადობის ყალბი მოწმობები, ჩაცმულები იყვნენ როგორც ფრენბურთის მოთამაშეები და თავს სპორტულ გუნდად ასაღებდნენ.

შემოწმებისას გაირკვა, რომ არც რომელიმე გუნდს მიეკუთვნებოდნენ და არც მათი დოკუმენტები იყო ნამდვილი.

9 ბრალდებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, როდესაც უსაბუთო იმიგრანტები თავს სპორტული გუნდის მოთამაშეებად ასაღებდნენ და ევროპის სხვა ქვეყანაში გასვლას ცდილობდნენ ისე, თითქოს, ტურნირზე მიდიოდნენ.

სირიელებს საიმიგრაციო კოდექსის დარღვევა ედებათ ბრალად.

onalem

ტესტ