fbpx
კრიმინალი

“არ ვიცი, რა გავაკეთე” – რას ამბობს ბერძენი მამაკაცი, რომელმაც ცოლის ძმა მოკლა

მეღარაში გუშინ ღამით დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა. გარდაცვლილია 48 წლის მამაკაცი და დაჭრილია მისი 43 წლის მეუღლე. მკვლელი, რომელიც გარდაცვლილის დის ყოფილი ქმარია, პოლიციას ნებით ჩაბარდა და პირველ ჩვენებებს იძლევა.

“არ მახსოვს არაფერი, არ მახსოვს რა გავაკეთე. ისიც კი არ ვიცი, მკვლელობის იარაღი სად დავტოვე,” ამბობს ბრალდებული, რომელიც დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობას მათი სამი არასრულწლოვანი შვილი შეესწრო, თუმცა, აღნიშნული არ დადასტურდა. სამიდან ორი ბავშვი სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი სხვა სართულზე იყო, როდესაც მამაკაცმა ცოლ-ქმარს ცეცხლი გაუხსნა. 43 წლის ქალი ფეხშია დაჭრილი.

მეზობელი მედიასთან საუბრისას იხსენებს, რომ სროლის ხმა გაიგო და გარეთ გამოვიდა, სწორედ ამ დროს დაინახა, როგორ მიდიოდა მკვლელი ადგილიდან და ამბობდა, რომ ეს უბრალოდ ფოიერვერკის ხმა იყო და მეზობელი სახლში უნდა დაბრუნებულიყო.

მამაკაცმა მკვლელობა იმის გამო ჩაიდინა, რომ ცოლის ძმას საკუთარი ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებდა, თუმცა, როგორც ქალი ამბობს, განქორწინება ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულს აქვს. მათ ერთი შვილი ჰყავთ.

 

onalem

ტესტ