fbpx
საზოგადოება

ამინდის ცვლილება საბერძნეთში – სად დაფიქსირდება უხვი ნალექი დღეს და ხვალ?!

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის პირველი თვე უკვე თითქმის იწურება, საბერძნეთში შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდები სწორედ ახლა დგება. 37-38 გრადუსის შემდეგ, რომელიც შაბათ-კვირას ვიხილეთ, ტემპერატურა დაეცა და მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით რამდენიმე რეგიონში.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნალექი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში, რაც ხვალაც შენარჩუნდება.

ატიკის რეგიონში ნავარაუდევია პერიოდული წვიმები და მოღრუბლულობა, ჰაერის ტემპერატურა 18-დან 26 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, დაფიქსირდება კიდევ უფრო დაბალი ტემპერატურა, 12-დან 21 გრადუსამდე. აქაც მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალ, ხუთშაბათს, ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება ეგეოსის ზღვაზე, ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა 20 გრადუსს არ გადააჭარბებს, დანარჩენ ტერიტორიაზე კი მაქსიმუმ 23-25 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ