fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ქართველებს და ალბანელებს ყრით და პაკისტანელებს ხელს უწყობთ” – კონსტანტინოს ბოგდანოს პარლამენტში

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, კონსტანტინოს ბოგდანომ, რომელიც 1 წლის წინ “ახალი დემოკრატიის” წევრი იყო, თუმცა, პარტიიდან გარიცხეს, პარლამენტში მიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის კანონებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მან მკაცრად დაგმო ამჟამინდელი ვითარება და ცალსახად განაცხადა, რომ საბერძნეთი უცხოელების მიმართ ასეთი “რბილი” არ უნდა იყოს.

ბოგდანომ ისაუბრა პაკისტანელებზე, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან და ახლა მთავრობა კიდევ აპირებს მოლაპარაკებებს ამ ქვეყანასთან, რომ კიდევ უფრო მეტი ჩამოიყვანოს სამუშაოდ, პარალელურად კი, ქვეყნიდან ყრიან ალბანელებსა და ქართველებს, რომლებიც ისევ უკან ბრუნდებიან. ბოგდანო, ზოგადად, ემხრობა ყველა ეროვნების ადამიანების დეპორტაციას, ვინც საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება.

ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ დაშვებული უნდა იყოს და პოლიციას უნდა ჰქონდეს უფლება დააკავოს თავშესაფრის მოთხოვნის დამადასტურებელი ბარათის მქონე პირები, მაგრამ საბერძნეთის მთავრობას საპირისპირო კანონი აქვს მიღებული. ან კანონის მიღება კი ევროკავშირის მიერ არ გამოცხადებულა როგორც სავალდებულო.

ბოგდანოს თქმით, საბერძნეთში მიგრანტების ნახევარი არალეგალურად დადის, ნახევარი ყალბი დოკუმენტებით და პარალელურად, მათ თავშესაფრის ხელმეორედ მოთხოვნის უფლება აქვთ მიცემული.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ტერორისტი პაკისტანელების დაკავების ფაქტს და ასევე პალესტინელი მიგრანტების ზეიმს კუნძულ კოსზე, სადაც მათ სინაგოგაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალება აღნიშნეს.

მისი განცხადებით, საბერძნეთში თავად ბერძნებს შიათ, ხოლო ემიგრანტებს აძლევენ სხვადასხვა დახმარებებსა და უფლებებს, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგება.

იხილეთ მისი გამოსვლა:

onalem

ტესტ