მატის ხანძრის დროს დამწვარი ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს
36 დღის შემდეგ, მატის ხანძრის დროს მძიმედ დაშავებული ადამიანებიდან, სახლში დღეს პირველი ბავშვი გაწერეს.
ის 23 ივლისის შემდეგ ბავშვთა საავადმყოფო “აგია სოფიაში” იყო მოთავსებული და სერიოზული დამწვრობები აღენიშნებოდა, ხანძარს კი სასწაულით გადაურჩა.
ტრაგედიიდან 36 დღის შემდეგ ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა.
მისი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ჰოსპიტალიზირებულ ადამიანთა რიცხვი 25-მდე შემცრიდა, აქედან კი 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
აღმოსავლეთ ატიკის მომაკვდინებელმა ხანძარმა საერთო ჯამში 97 ადამიანი იმსხვერპლა.