fbpx
საზოგადოება

“არც კი ვიცოდი, რომ Omicron-ის შტამი მქონდა და მე ვიყავი ის პირველი” – რას ამბობს პაციენტი “ნული”?!

კოსტას აგელაკი იოჰანესბურგის მუდმივად მაცხოვრებელია, რომელიც აფრიკის ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, Omicron-ით ინფიცირებული პირველი ადამიანი იქნებოდა საბერძნეთში.

უფრო უცნაური კი ის არის, რომ მან ამის შესახებ ტელევიზიით გაიგო და როგორც აცხადებს, არავინ დაკავშირებია, რომ მისთვის მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ შეეტყობინებინათ.

“ვაქცინირებული ვარ და კარგად ვარ. არ მაქვს სიმპტომები, არც კი ვიცოდი, რომ ეს შტამი მქონდა. წარმოდგენა არ მაქვს, სად დავინფიცირდი. საბერძნეთში ორი წელია არ ვყოფილვარ და ვიფიქრე, რომ ახლა იყო შანსი, ჩამოვსულიყავი, რადგან ტელევიზიით მოვისმინე მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ საშობაოდ.

ეთიკური მიზეზების გამო ავიცერი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც გამოხატავს პასუხისმგებლობის გრძნობას. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, არც მაღალი ტემპერატურა მაქვს, არც რაიმე სახის გართულება. აქ ვარ, ჩემს აივანზე, ვიდრე სავალდებულო იზოლაციის დრო ამოიწურება. ჩემი ყველა კონტაქტიც იზოლირებულია,” აცხადებს ბატონი აგელაკი.

 

onalem

ტესტ