fbpx
საზოგადოება

რა განსაკუთრებული საერთო აქვთ პატმანოღლუსა და მის მომავალ მეუღლეს?!

“თავს მესხმიან და ლამის შემჭამონ” –  ასეთ განცხადებას აკეთებს იპატიოს პატმანოღლუ კრიტიკულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში მის მიმართ მეორედ დაქორწინების გადაწყვეტილების გამო გაჩნდა. ის და მისი მომავალი 39 წლის მეუღლე უკვე ბავშვს ელოდებიან.

პატმანოღლუმ 2017 წელს ცოლ-შვილი საშინელ ავარიაში დაკარგა და წელიწადნახევრის შემდეგ მან ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მას აკრიტიკებენ და როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ამ ყველაფერს ნაჩქარევს უწოდებენ.

“ცხოვრება გრძელდება, მე მხოლოდ ეს ვთქვი, მათ კი ლამის შემჭამონ,” ამბობს მამაკაცი.

მისი მეორე ნახევარი, რომელზე დაქორწინებასაც დეკემბერში აპირებს, 39 წლის ემანუელა ვოიაძია, რომელიც ფეხმძიმედ არის. პატმანოღლუს კიდევ ექნება მამად გახდომის ბედნიერება.

აღსანიშნავია, რომ ემანუელამაც ის გზა გაიარა, რაც ქვრივმა მამაკაცმა, რადგან 2017 წლის სექტემბერში მისმა პარტნიორმა, რომელთანაც მრავალი წელი გაატარა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

onalem

ტესტ