ვოლოსის ცენტრში 16 წლის მოზარდი ჯაჭვებით ბოძზე მიაბეს
ამბავმა, 16 წლის ბიჭზე, რომელიც ახლახანს გავრცელდა, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ის შუა გზაზე, ხელ-ფეხით ბოძზე მიჯაჭვული იპოვეს.
უპრეცედენტო ინციდენტი ორშაბათს საღამოს (20/08/2018) აგიოს კონსტანტინოს პორტში მოხდა. სწორედ იმ დროს, როდესაც მაღაზიები სავსე იყო ხალხით და ბევრი მაცხოვრებელი და დამსვენებელი სეირნობდა.
მაგნესიის გაზეთის “ტახიდრომოსის” ცნობით, დაახლოებით 23:30 საათზე გამვლელებმა დაინახეს საბრალო მცირეწლოვანი, რომელიც ჯაჭვების მოშორებას ცდილობდა.
მათ დაუყოვნებლივ აცნობეს ხელისუფლებას და მეხანძრეებს, რათა ადგილზე მისულიყვნენ. მათ გამოიყენეს სპეციალური იარაღი ჯაჭვის გადასაჭერად და 16 წლის ბიჭის გათავისუფლეს.
თუმცა, უცნობია ვინ და რატომ გაუკეთა ასეთი რამ მოსწავლეს.
წინასწარი გამოძიების შემდეგ კონკრეტული ინფორმაცია გავრცელდება.