საბერძნეთის ფოსტის თანამშრომელმა 300, 000 ევრო მიითვისა
საკონტროლო შემოწმების შედეგად, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთის კორუფციასთან ბრძოლის სამსახურის მიერ ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ΕΛΤΑ -ს ხალკიდიკის ფილიალის მაღალი თანამდებობის მქონე თანამშრომელმა 300, 000 ევრო უკანონოდ მიითვისა.
კერძოდ, ის აღნიშნული საქმიანობით 2012-2014 წლებში იყო დაკავებული და თანხას ითვისებდა ძირითადად ფულადი გზავნილებიდან.
მამაკაცი დანაშაულს სხვადასხვა საბუთების გაყალბებით მალავდა.
ცნობილია, რომ ბრალდებული თავდაპირველად სხვა ფილიალში მუშაობდა, ხოლო შემდეგ სხვაგან გადაიყვანეს, სადაც თავისი თაღლითური სქემით მოქმედებას აგრძელებდა.
სასამართლო პროცესზე მისი სასჯელის ზომა განსიაზღვრება.