ხალანდრი: ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში
რამდენიმე საათის წინ ხალანდრში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა. საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც იქ მაცხოვრებლებმა სასწრაფოდ სახანძრო დახმარება გამოიძახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალი ბინის შესასვლელში გაჩნდა. კორპუსი სოფოკლი ვენიზელუსა და სოკრატუს ქუჩებს შორის მდებარეობს.
ხანძარს 20 მეხანძრე 7 მანქანით ებრძოდა, საბოლოოდ კი მათ ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევა შეძლეს.
უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ინციდენტისას.
იხილეთ ვითარება: