fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციამ კიდევ ერთი მოხუცი 13.000 ევროთი დააჯარიმა – ის ჩუსტებს უკანონოდ ყიდდა

ის “ახალი” ბებოა, რომელიც საბერძნეთის პოლიციის ხელში ჩავარდა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობის ჯარიმით დაბრუნდა უკან. მას არა 200 ევრო, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა, არამედ 13.000 ევრომდე დააკისრეს. ისიც, 90 წლის სუზანას მსგავსად, ხელით ნაქსოვ სახლის ჩუსტებს ყიდდა, თუმცა, უკანონოდ.

82 წლის ქალი რუსეთიდან ექსპატრირებული მარია კუბატოვაა. მას 2014 წლიდან, როდესაც 78 წლის იყო, არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, რიც გამოც, გადაწყვიტა, რომ ნაქსოვი ჩუსტები არისტოტელუს მოედანზე გაეყიდა.

იმის გამო, რომ პოლიციამ მას 34 წყვილი ჩუსტი აღმოუჩინა, მისმა ჯარიმამ 13.358 ევროს მიაღწია.

82 წლის ქალმა დაკავების შემდეგ, პოლიციის თეთრ კოშკთან მდებარე განყოფილებაში 9 საათი გაატარა, სადაც განუწყვეტლივ ტიროდა. მისი თქმით პენსია მხოლოდ 30 ევრო აქვს და თანხის გადახდა არ შეუძლია:

“პირველად გავედი ჩუსტებს გასაყიდად და დამაკავეს. მინდოდა ფული მეშოვნა. როდემდე უნდა მარჩინონ მეზობლებმა,” ამბობს სასოწარკვეთილი მოხუცი.

მისი შვილი, ტამარა, ასევე უმუშევარია: “ჩვენ არ გვაქვს ფული, რომ ჯარიმა გადავიხადოთ.”

onalem

ტესტ