fbpx
საზოგადოება

ტავერნის მეპატრონემ კლიენტებს სახეში თეფშები ესროლა, რადგან საჭმელი არ მოეწონათ

ორი მამაკაცი ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ დასრულდებოდა მათი უბრალო ლანჩი ერთ-ერთ ტავერნაში. ისინი მაგიდასთან დასხდნენ და როდესაც კერძები გასინჯეს, არ მოეწონათ, შესაბამისად, ამის შესახებ მიმტანებს უთხრეს. ეს ყველაფერი კი ტავერნის მეპატრონის ყურამდეც მივიდა.

მას, სავარაუდოდ, არაფერი სმენია სტუმართმოყვარეობის და იმ დაუწერელი კანონის შესახებ, რომლის მიხედვითაც “კლიენტი ყოველთვის მართალია.” სწორედ ამიტომ, გამოვიდა და ორივე მათგანს თეფშები, თავისი კერძებით, სახეში ესროლა და შემდეგ მათი ცემაც უნდოდა.

ცნობილია, რომ ტავერნის მფლობელი ასე ადრეც მოქცეულა, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდა 43 წლის მამაკაცსა და მის 71 წლის მამას.

კლიენტები კერძების მირთმევის ნაცვლად, იქიდან სახეზე დაზიანებებით წამოვიდნენ.

onalem

ტესტ