Aegean Airlines მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების შვიდეულში!
ბერძნული ავიაკომპანია მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების ჩამონათვალში შევიდა!
კერძოდ, Aegean Airlines საუკეთესოთა სიაში მე-7 ადგილს იკავებს. პირველი Qatar Airways-ია, მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა Lufthansa, შემდეგ Etihad Airways და Singapore Airlines, ხუთეულს კი South African Airways ხურავს.
Aegean Airlines საბერძნეთში უმსხვილესი კერძო ავიაკომპანიაა, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში სამი კრიტერიუმით შეფასების საფუძველზე მოხვდა: მომსახურების ხარისხი, ფრენების დროის სიზუსტე და სოციალურ მედიის საშუალებით ინფორმაციით გაცემის ინტენსივობა.