კიდევ ოთხი თურქული თვითმფრინავი ათენის ცაზე
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ათენის საჰაერო სივრცეში თურქეთის მხრიდან კიდევ 5 დარღვევა დაფიქსირდა.
როგორც ცნობილი ხდება, ათენის ცაზე შეინიშნებოდა ორი საბრძოლო F-16, ერთი CN-235 და ერთი ვერტმფრენი.
ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსში დაფრინავდნენ.
აღსანიშნავია, რომ კუნძულ როზე თურქულმა მხარემ უკვე განახორციელა პროვოკაციული ფრენა, რასაც საბერძნეთის მხრიდან საპასუხო, გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.