fbpx
კრიმინალი

საბერძნეთში პირველმა კრიმინალმა, შესაძლოა, პლასტიკური ოპერაციებით სახე შეიცვალა

SKAI-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში პირველმა კრიმინალმა, ვასილის პალეოკოსტამ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და სახე შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ევროპოლს 1 მილიონი ევრო აქვს დაწესებული მისთვის, ვინც პალეოკოსტას შესახებ რაიმე ინფორმაციას მისცემს.

ტელეკომპანია ფოტოებს ავრცელებს, რომელიც უსაფრთხოების კამერების საშუალებით მოიპოვეს. პალეოკოსტა ყავის საყიდლად შევიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პოლიცია ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ ფოტოებზე ასახული პირი ნამდვილად პალეოკოსტაა.

არსებობს ვარაუდი, რომ პლასტიკური ოპერაციის გარდა, მან თმაც გადაინერგა.

ასევე, მოგვიანებით აღმოაჩინეს მიტოვებული ავტომობილი, Audi A4.

onalem

ტესტ