ათენის ქუჩებში გადაუღებელმა წვიმამ გადაადგილება გაართულა
ამინდის პროგნოზის მიხედვით, არსებული ამინდი კიდევ რამდენიმე საათი შენარჩუნდება. ათენის ქუჩებში ძლიერი წვიმის გამო წარმოიქმნა საცობები.
დილის 11:30 საათიდან მანქანები 45 წუთის მანძილზე იდგნენ საცობში და გადაადგილება უჭირდათ.
დღევანდელი დღე ძალიან რთულია, წვიმს ყველგან, განსაკუთრებით ატიკის რეგიონში. მეტეოროლოგიური სამსახური მძღოლებს სიფრთხილისკენ მიუწოდებს.
საცობები ფიქსირდება შემდეგ გზებზე:
– მესოგეონი
– კატეხაკი
– კიფისიის გამზირი
– ათენი-ლამია
ამავე დროს რთულ მდგომარეობაში რჩება მანდრა და ნეა პერამოსი. წყლები მდინარეებად იქცა, ჩახერგა და წაიღო ყველაფერი, რაც კი გზად შეხვდა.
ნიკეა
https://www.facebook.com/Meteo.Gr/videos/1546081342095877/
პირეა
ცა ატიკის რეგიონში