fbpx
კრიმინალი

26 წლის ალბანელი ათენში ჩამოვიდა, კარანტინი დაარღვია და 38 გრადუსი სიცხით გარეთ დადიოდა

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 26 წლის ალბანელი მამაკაცი, რომელიც ათენში ლონდონიდან ჩამოვიდა, კარანტინის წესი დაარღვია და გარეთ გავიდა.

როგორც ირკვევა, მას დაკავებისას სიცხე 38 გრადუსი ჰქონდა და როდესაც პოლიციამ დღეს გამთენიისას ვულაში იპოვა, აცხადებდა, რომ ლონდონიდან რამდენიმე საათის წინ იყო ჩამოსული.

ვინაიდან გაირკვა, რომ 26 წლის ალბანელი კარანტინში უნდა ყოფილიყო მომდევნო 14 დღე და ეს წესი დაარღვია, 5.000 ევროთი დააჯარიმეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით გადაიყვანეს, რადგან ფსიქიკური პრობლემები აქვს.

გარდა ამისა თვით იზოლაციაში შევა ყველა ის პოლიციელი (14 ოფიცერი), რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ალბანელთან.

onalem

ტესტ