fbpx
კატეგორიის გარეშე

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი ამკაცრებს საფოსტო გზავნილების დეკლარირებისა და ჩაბარების წესებს

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს საბაჟო ამკაცრებს ქვეყანაში ამანათის შეტანის და დარიგების პროცედურას. აღნიშნული ცვლილება შეეხება ყველა გადამზიდ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე კომერციული ან/და საფოსტო ტვირთების შეტანას. ახალი რეგულაციის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო გახდება გადამზიდი კომპანიების მიერ ყველა ამანათის წინასწარი დეკლარირება და ჩაბარების დასტურის წარდგენა.

აღნიშნული რეგულაციების შესრულება რიგი არსებული გადამზიდი კომპანიებისთვის შეუძლებელი იქნება, რადგან მათ მოუწევთ ყველა გზავნილის ფინანსური აღრიცხვა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა. ამასთანავე ჩვენი ინფორმაციით გადამზიდავ კომპანიებს მოეთხოვებათ საქართველოში ოფისების არსებობა (თუ კომპანიას ოფისი გაქვს დასავლეთ საქართველოში, ვერ შეიტან ქვეყანაში აღმოსავლეთ საქართველოში დამისამართებულ ამანათს), ასევე ამანათის გაცემისას უნდა დაფიქსირდეს და ელექტრონულად საბაჟოს ვებ გვერდზე აიტვირთოს გაცემის ადგილი, ამანათის შიგთავსის შესახებ ინფორმაცია და მიმღების პირადი ნომერი.

ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ამანათებზე ფასების ზრდა. დღეს არსებული გადამზიდი კომპანიების უმეტესობა არ აწარმოებს გზავნილთა ფინანსურ აღრიცხვას, არც ოფისები გააჩნიათ საქართველოში და არც უსაფრთხოების და მომსახურების მინიმალურ სტანდარტებს იცავენ, ამიტომ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, მათთვის შეუძლებელი გახდება საქართველოს მიმართულებით ტვირთებისა ან/და ამანათების გაგზავნა. საინტერესოა რომელი კომპანიები შეძლებენ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას და რამდენად გაიზრდება ამანათის გაგზავნის ტარიფი.