fbpx
კატეგორიის გარეშე

ყურადღება! სიახლე საბერძნეთში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით

2021 წლის 2 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ელჩის დავით დონდუას შეხვედრა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან იოანის კეფალოიანისთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ქართულ ენაზე ჩაბარების, ორი ქვეყნის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმებისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის კვოტის გაზრდის საკითხები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021 წლის სექტემბერში, როდესაც ბერძნული მხარე დაამტკიცებს ახალ კანონს მართვის მოწმობებთან დაკავშირებით და დაიბეჭდება ახალი სახელმძღვანელო, ქართულ მხარეს მიეწოდება შესაბამისი სახელმძღვანელო სათარგმნელად, რომლის დახმარებითაც შემდგომში მსურველებს საშუალება ექნებათ ქართულ ენაზე ჩააბარონ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა. პარალელურად წარმოებს მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების თაობაზე.

ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების ტექსტის განხილვა, რომლის შეთანხმება ახლო მომავალში არის ნავარაუდევი.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის კვოტის გაზრდის საკითხი, რაც ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს მეტი სატვირთო გადაზიდვა განახორციელონ ორ ქვეყანას შორის. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ახლო მომავალში გაიმართოს ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც მიღწეული იქნება შეთანხმება ზემოხსენებული კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით და ხელი მოეწერება აღნიშნულ შეთანხმებას.

onalem

ტესტ