fbpx
საზოგადოება

12 წლიანი ურთიერთობის დასასრული – ზეტა მაკრიპულია და მიხალის ხაძიიანი დაშორდნენ

ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ზეტა მაკრიპულიამ და მომღერალმა, მიხალის ხაძიიანიმ 12 წლიანი ურთიერთობა დაასრულეს.

ირკვევა, რომ შოუბიზნესის ერთ-ერთმა საყვარელმა წყვილმა ერთობლივად გადაწყვიტა დაშორება და ამის შესახებ საუბრობენ კიდეც.

“ჩვენ ერთმანეთი ახლაც გვიყვარს. 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვიგრძენით გარკვეული დაღლილობა და გადავწყვიტეთ, რომ ერთად აღარ ვიყოთ,” ამბობენ ისინი ჟურნალ Espresso-სთან.

როგორც ცნობილი გახდა, მაკრიპულია უკვე გადავიდა საცხოვრებლად კერამიკოს ტერიტორიაზე, მაგრამ ხაძიიანის გლიფადაში მდებარე სახლში ხშირად მიდის, რომ თავიანთ შინაურ ცხოველებს მოუაროს.

onalem

ტესტ