fbpx
საქართველო

”ოთარ აბესაძეს არ ვიცნობ” – კახი კალაძე

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე მერიის მაღალჩინოსან ოთარ აბესაძის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. კალაძე აცხადებს, რომ აბესაძეს არ იცნობს.

„ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპი და არაერთი მაგალითი არსებობს ამისი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს აუცილებლად ყველა იქნება დასჯილი. თუმცა მე თავს შევიკავებდი კონკრეტიკისგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 3000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 12 ივლისს დააკავა.

onalem

ტესტ