ეს ის ბერძენი პედოფილია რომელმაც ათენში 11 წლის ბავშვის გაუპატიურება ცადა

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს 62 წლის ბერძენის პირად ინფორმაციას, როგორც ასევე მის ფოტოებს.

მისი სახელია ანტონიოს გოსდის, დედის სახელი პოლიქსენი, რომელიც დაიბადა 4/9/1955 მეგარაში.

ის საბერძნეთის პოლიციის მიერ აყვანილი იქნა 14 აგვისტოს, ათენის დასავლეთ ტერიტორიაზე.

როგორც დაზუსტდა, პედერასტმა 11 წლის გოგონას დაყოლიება სცადა რათა მას გაჰყოლოდა მიმალულ ადგილას, სადაც ხალხი არ იყო. მან გოგონა დაიყოლია, შემდეგ კი შეეცედა მისი გაუპატიურება, თუმცა, საბედნიეროდ გოგონა გაექცა და დაუყონებლივ შეატყობინა მის ნათესავებს.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ რამე სხვა ინფორმაცია იციან აღნიშნულ მამაკაცის შესახებ, დაუყონებლივ დარეკონ პოლიციაში. ანონიმურობა და კონფიდენციალობა დაცულია.