fbpx
საბერძნეთი

“ხვალიდან მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება” – ატიკის გუბერნატორი

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით ატიკის რეგიონალურმა გუბერნატორმა, გიორგოს პატულისმა განაცხადა, რომ ხვალიდან, 16 მარტიდან, ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებს მოემსახურება.

როგორც პატულისმა აღნიშნა, იმუშავებენ ექიმები და ფსიქოლოგები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხალხზე, რომელიც მარტო ცხოვრობს და ოჯახი არ ჰყავს.

ცხელი ხაზი ამოქმედდება 16 მარტიდან და თითოეულ ადამიანს, რომელსაც ნებისმიერი სახის დახმარება დასჭირდება და გაუჩნდება კითხვა ვირუსთან დაკავშირებით, შეუძლია დარეკოს ნომერზე: 214 214 2000.

onalem

ტესტ