fbpx
საბერძნეთი

ხვალ მინიმუმ 39-40 გრადუსი საბერძნეთში – გვალვის ტალღა პიკს აღწევს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ხვალ, 24 ივლისს, გვალვის ტალღა თავის პიკს მიაღწევს და უმეტეს რეგიონებში ჰაერი მინიმუმ 37 გრადუსამდე გათბება. დაბლობებზე და ზღვისგან შედარებით მოშორებით არსებულ ტერიტორიებზე 41-42 გრადუსი დაფიქსირდება.

კერძოდ, ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, სტერეაში და პელოპონისოში 41-42 გრადუსია მოსალოდნელი, იონიის ზღვის კუნძულებზე 36-დან 38 გრადუსამდე, კრეტაზე ნავარაუდევია 35-დან 37 გრადუსამდე, ხოლო ქვეყნის დანარჩენ კუნძულებზე 33-დან 35 გრადუსამდე.

ათენში ხვალ ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება:

აქვე აღვნიშნავთ, რომ ძლიერი სიცხისა და ქარის პირობებში, საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის რისკები არსებობს. წარმოგიდგენთ რუკას, თუ სად არის უფრო მეტად რისკის შემცველი ტერიტორიები:

 

 

onalem

ტესტ