fbpx
საბერძნეთი

ხელჩართული ჩხუბი ქალაქის ცენტრში – დაშავებულია ერთი მამაკაცი

სერიოზული ინციდენტი პატრას ცენტრში დღეს დილით მოხდა. ირკვევა, რომ ორ მამაკაცს შორის შეკამათება მოხდა იმის გამო, რომ მანქანებით ერთმანეთს უსწრებდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება სულ მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ერთ-ერთმა მათგანმა მეორე სასტიკად სცემა, რის გამოც მამაკაცი მიწიდან წამოდგომასაც კი ვერ ახერხებდა.

ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია, რის შედეგადაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ