fbpx
საზოგადოება

ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი დასჭირდა კოსტიუმის შექმნას, რომელსაც თამთა ევროვიზიაზე ჩაიცვამს

თამთას რეპეტიციებიდან ნათლად ჩანს, რომ ის ისეთი ეფექტური იქნება, როგორც არასდროს. სიმღერის გარდა, მისი ქორეოგრაფიული დადგმა და კოსტიუმი, რომელსაც სცენაზე ჩაიცვამს, ნამდვილად შთამბეჭდავია. თუმცა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ხანი დასჭირდა მის შექმნას და რამდენი ადამიანი მუშაობდა საბოლოო შედეგის დასადებად.

თამთას სტილისტი, ალექსანდრა კაცაიტი ამბობს, რომ აქამდე მსგავსი რამე არასოდეს შეუქმნია: “ამ სამოსში არ არის ნაჭერი, ეს ყველაფერი პლასტიკურია. აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ჩვენ უნდა გადაგვეჭრა ძალიან სერიოზული საკითხები. მას ჩექმა არ აცვია, ეს სპეციალური წინდებია. ოთხი კვირა დაგვჭირდა, რომ დაგვესრულებინა, სკულპტურასავით არის.”

ასე რომ თამთას კოსტიუმი ერთი თვის მანძილზე დიდი სიფრთხილითა და სიზუსტით იქმნებოდა, რათა ზუსტად მორგებოდა მომღერალს, სიმღერას და კონკურსის ხასიათს.

onalem

ტესტ