fbpx
მსოფლიო

თვითმფრინავის სავალ ნაწილში 10 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელსაც უბილეთოდ მგზავრობა უნდოდა

Air France-ის თვითმფრინავში, რომელიც პარიზში კოტ-დივუარის (აფრიკა) ქალაქ აბიჯანიდან ჩაფრინდა ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი შარლ დე გოლის აეროპორტში მოხდა. ბავშვის ცხედარი შასისთვის განკუთვნილ ჭაში იპოვეს. გავრცელებული ცნობით, ის 10 წლის იყო და სავარაუდოდ, პარიზში უბილეთოდ ჩასვლა უნდოდა.

პირველადი ინფორმაციით, ბავშვი აფრიკული ქვეყნის მოქალაქეა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

onalem

ტესტ