fbpx
კრიმინალი

თესალონიკის სასამართლოში 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი განახლდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის სააპელაციო სასამართლოში დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი განახლდება. ახალგაზრდა ქართველი ქალის ამბავმა, რომელიც 2017 წლის აპრილში გაუჩინარდა და შემდეგ მოკლული იპოვეს, საზოგადოება შეძრა. მისი მკვლელობის ბრალდებით კი, დაკავებულია 43 წლის ბერძენი ქირურგი, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ დიანა ბერიძის ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით, 700.000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება გამოიტანა.

პირველ სასამართლოზე ქირურგმა განაცხადა, რომ ქართველი ქალბატონის გარდაცვალება სამედიცინო შეცდომის გამო მოხდა, ხოლო როდესაც ეს ყველაფერი გააცნობიერა, ვერ იპოვა გამბედაობა, რომ ვინმესთვის მომხდარის შესახებ ეცნობებინა, შემდეგ კი, გადაგადაწყვიტა, რომ ცხედარი მანქანით გადაეტანა და კლდიდან გადაეგდო.

36 წლის დიანა ბერიძე ორ ძლიერ საანესთეზიო საშუალებას ემსხვერპლა, რომლებიც იმ ქირურგიული ჩარევისთვის, რისთვისაც ექიმს მიმართა, საერთოდ არ იყო საჭირო. მას ვარიკოზული ვენების მოშორება სურდა.

onalem

ტესტ