fbpx
საბერძნეთი

“შენობებს ბავშვებისთვის უფასოდ ვუთმობდით და გვთხოვდნენ, რომ მათზე გადაგვეფორმებინა” – ცნობილი ბერძენი დიზაინერი, სელია კრითარიოტი

არასამთავრობო ორგანიზაცია, Κυβωτος του Κοσμου-ს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ბოლო არ უჩანთ. ამჯერად მედიასთან საუბრობს ცნობილი ბერძენი დიზაინერი, სელია კრითარიოტი, რომელიც აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე ამ ორგანიზაციისთვის ბევრს აკეთებდნენ.

კრითარიოტი აცხადებს, რომ ორგანიზაციას უთმობდნენ შენობებს, სრულიად უფასოდ, რომ ბავშვები განეთავსებინათ, თუმცა, Κυβωτο-ს ჰქონდა ერთი პირობა, ითხოვდნენ, რომ ეს შენობები მათ სახელზე გადაგვეფორმებინა.

რაღა თქმა უნდა, სელია კრითარიოტი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით იყო დაკავებული ამ ორგანიზაციასთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მათ უთმობდა ბინებს, მიწებს, ურიცხავდა თანხებს და საბოლოოდ, შემოწირულობები მილიონობით ევროს აღწევდა.

არსებული ცნობებით, 2027-2021 წლებში Κυβωτο-მ მიიღო 27,7 მილიონი ევრო, შემოწირულობების სახით, ამას გარდა, მიიღო სახელმწიფოსგან 100.000 ევრო.

როგორც უკვე ცნობილია, ორგანიზაციის დაფინანსება შეწყიტეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება გამოვა.

onalem

ტესტ