fbpx
კრიმინალი

“ხმები მესმოდა, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალი უნდა გამეთავისუფლებინა” – რას ამბობს ბერძენი ქალი, რომელიც მოხუცებს ხოცავდა

ბერძნული მედია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს დამხმარე ქალის შესახებ, რომელიც კუნძულ როდოსზე იმ მოხუცებს ხოცავდა, რომლებსაც უვლიდა. მან უკვე აღიარა ოთხი ადამიანის მკვლელობა, ხოლო ბოლო მოხუცის, 75 წლის ფლორა კაზელის სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ ოფიციალურად დაასახელა ასფიქსია – ეს შეესაბამება 45 წლის ბერძენის ჩვენებასაც, რომელიც აცხადებს, რომ საკუთარი ხელით გაგუდა.

ვრცელდება დეტალები მისი ჩვენებიდან, რომელშიც 75 წლის ქალის მკვლელობის გარემოებებს აღწერს:

“დილის საათებში, 06:30 საათის შემდეგ, მუდმივად ხმები მესმოდა. ეს ხმები მეუბნებოდნენ: “გაათავისუფლე ის! გაათავისუფლე ის!” შემდეგ დავინახე, რომ ოთახში ჩრდილები მოძრაობდნენ. შემდეგ მის საწოლს მივუახლოვდი და პირი და ცხვირი დავუკეტე, ვინაიდან ხელებს ამოძრავებდა და წინააღმდეგობას მიწევდა, ბალიში ავიღე და სახეზე დავაფარე. როცა მივხვდი, თუ რა მოხდა, პოლიცია გამოვიძახე,” ამბობს ქალი.

ამრიგად, 45 წლის ბერძენი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ “გათავისუფლებაში” გულისხმობდა, რომ ქალი უნდა მოეკლა და ეს ყველაფერი მისთვის ხსნა იქნებოდა. მკვლელობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ ხმები ესმოდა და საკუთარი განზრახვით არ გადაუწყვიტავს, რომ მოხუცი გაეგუდა.

როგორც უკვე ცნობილია, მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს.

onalem

ტესტ