fbpx
საზოგადოება

“შემღებეთ თმა, გადავიხდი ჯარიმას!” – ქერა და წითური ბერძნები კარანტინს ვეღარ უძლებენ

ბერძენი სტილისტები, რომლებიც უკვე წლებია ამ სფეროში მოღვაწეობენ, მედიასთან საუბრობენ ყველაზე დაუჯერებელი შემთხვევების შესახებ, რომლებიც არსებული კარანტინის პირობებში ჰქონიათ. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, სილამაზის სალონები არის პირველი ადგილი, სადაც ხალხი მიღებული ზომების მოხსნისთანავე აპირებს წასვლას. მაგრამ მათი პრობლემა არ არის გაზრდილი თმა, არამედ უმეტესად მისი ფერი. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ქერა და წითური ქალბატონები აღმოჩნდნენ, რომლებიც თმის სხვა ფერის ძირებით “იტანჯებიან”.

თმის ფერების სპეციალისტი, ნიკოს ვილიოტისი ამბობს, რომ მას თითქმის ყოველდღე ურეკავენ და სთხოვენ, რომ ურჩიოს როგორ მოახერხონ თმის სასურველ ფერზე შეღებვა სახლში, მაგრამ მისი კლიენტები მხოლოდ ამით შემოიოფარგლებიან და ზედმეტად არ აწუხებენ. რაც შეეხება, სტილისტის, სტელიოს ტირპასის შემთხვევას, აქ საქმე სხვაგვარადაა. როგორც ტირპასი ამბობს, მისი რამდენიმე კლიენტი მზად არის, რომ გადაიხადოს ჯარიმაც კი, თუკი დათანხმდება და თმას შეღებავს:

“ყველა ითხოვს, რომ ჩაეწეროს პირველი, როგორც კი სალონი გაიხსნება. ყოველდღე ერთი და იგივეს ვამბობ, რომ ამდენი ვიზიტის დაჯავშნა შეუძლებელია. ხანდახან გზის მეორე მხარეს გადავდივარ, თუკი კლიენტს დავინახავ. მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჯარიმასაც გადაიხდიან, ოღონდ კი თმა შევუღებო. მეუბნებიან, რომ წლებია კლიენტები არიან და პირველები უნდა იყვნენ. იმასაც კი ამბობენ, რომ სალონის წინ დადგებიან და იყვირებენ, ვიდრე არ მივიღებთ. წარმოუდგენელია იმის აღწერა, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. სალონები რომ გაიხსნება, არვიცი როგორ გავუმკლავდებით მათ. ეს ის მომენტია, როდესაც უნდა გავაკეთოთ არჩევანი ლამაზ თმასა და ჯანმრთელობას შორის,” ამბობს სტილისტი.

onalem

ტესტ