fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: კაცმა საკუთარი დედა ეზოში დამარხა, რათა მისი პენსია აეღო

შემზარავი ამბის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ კიატოს ტერიტორიაზე მდებარე სახლის ეზოში ქალის დამარხული ცხედარი იპოვა. ბრალდებული მსხვერპლის შვილია და ის აღიარებს, რომ დანაშაული ფულის გამო ჩაიდინა, რომელიც არ ჰქონდა და უნდოდა, რომ დედის პენსია აეღო.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ქალი გასული ნოემბრის შემდეგ იძებნებოდა. მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში ნათესავებმა პოლიციას აცნობეს, მაგრამ ამ დრომდე გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, ოფიცრები ქალის სახლში კიდევ ერთხელ მივიდნენ და მისი ცხედარი ეზოში დამარხული იპოვეს.

 

onalem

ტესტ