fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ნოდარ კომახიძემ, ქალაქში ქართული ბიბლიოთეკა გახსნა

გენერალურმა კონსულმა, ნოდარ კომახიძემ თესალონიკში ქართული ბიბლიოთეკა გახსნა.

“დღეს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. თესალონიკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ყველა ასაკის მკითხველისთვის იხსნება ქართული ბიბლიოთეკა“- განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ბიბლიოთეკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

გახსნას ესწრებოდნენ თესალონიკის საკრებულოს თავმჯდომარე პეტროს ლეკაკისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ანი კუდუხაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნოდარ კომახიძის განცხადებით, 2017 წელს, თესალონიკში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას საფუძველი ჩაუყარა მაშინდელმა გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა. დღეს კი, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, თესალონიკის საკრებულოს თავმჯდომარის პეტროს ლეკაკისის უდიდესი მხარდაჭერით შეძლო ბიბლიოთეკის გახსნის იდეის ბოლომდე მიყვანა.

ნოდარ კომახიძემ მადლობა გადაუხადა თესალონიკის მერს კონსტანტინოს ზერვას და საკრებულოს თავმჯდომარეს თესალონიკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართულის სივცრის გახსნის საქმეში მხარდაჭერისთვის.

საკრებულოს თავმჯდომარემ პეტროს ლეკაკისმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ბიბლიოთეკის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ასევე თესალონიკის საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის, რათა მათ შეინარჩუნონ ქართული ენა და კავშირი სამშობლოსთან.

 

onalem

ტესტ