fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

გრძელდება ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის შეხვედრები ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთან.
2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა საქართველოს გენერალური კონსულის ნოდარ კომახიძის ონლაინ შეხვედრა თესალონიკის სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ანასტასიოს კაპნოპოლისთან.
შეხვედრაზე ნოდარ კომახიძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და საბერძნეთისა და საქართველოს ბიზნეს სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, განხილულ იყო ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ბიზნეს კავშირების განმტკიცების პერსპექტივები.
სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იგი მზად არის პანდემიის დასრულების შემდეგ გაუკეთოს ორგანიზება ბერძენი ბიზნესმენების ვიზიტს საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის გააქტიურებას. ასევე, სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, დაგვიგეგმოს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთან.