fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ვაქცინის ორი დოზის შემდეგ ექთანი პარალიზებული დარჩა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორფუს საავადმყოფოში ექთანი პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფება და ამ დროისთვის ცდილობენ გამოიძიონ, არის თუ არა ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში ვაქცინაციასთან.

ირკვევა, რომ ქალს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ განუვითარდა შედარებით მაღალი ტემპერატურა, ხოლო მეორე დოზის გაკეთების შემდეგ, კიდევ უფრო მაღალი და საბოლოოდ მოხდა მისი პარალიზება, წელს ქვემოთ. ქვედა კიდურებზე დაემართა დამბლა.

კორფუს საავადმყოფოს ექიმებმა გამოკვლევების საფუძველზე უკვე დაუდგინეს მას კონკრეტული დაავადება, Guillain-Barre, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხდება სხეულის პარალიზება.

ექთანი საავადმყოფოს პნევმოლოგიურ განყოფილებაში 17 წელი მუშაობდა, ამ დროისთვის ცდილობენ დაადგინონ აღნიშნული მდგომარეობის ვაქცინაციასთან კავშირი.

onalem

ტესტ